უკრაინელო ქალბატონებო, ამ დღეს, ქალთა საერთაშორისო დღეს ყოველთვის გილოცავდით, თუმცა დღეს არა. დღეს უფლება არ მაქვს ტრადიციული სიტყვები გავიმეორო, – ამ სიტყვებით დაიწყო უკრაინის პრეზიდენტმა დღევანდელი ვრცელი მიმართვა, რომელშიც ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე დეტალურად ისაუბრა.
“მაშინ როდესაც ამდენი დაღუპული გვყავს, ამდენი ტანჯვა და განსაცდელია, მაშინ როდესაც ჩვენი ერის წინააღმდეგ ტერორიზმი მიმდინარეობს და ომია – ვერ მოგილოცავთ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.