Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ზელენსკი: უკრაინა არ დათანხმდება რუსეთთან გაყინულ კონფლიქტს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: უკრაინა არ დათანხმდება რუსეთთან გაყინულ კონფლიქტს

78
Untitled design

უკრაინა არ დათანხმდება რუსეთთან გაყინულ კონფლიქტს, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ Wall Street Journal-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რადგან იმედოვნებდა, რომ დემოკრატიული მსოფლიო ვერ გაბედავდა კონსოლიდირებულ რეაგირებას, თუმცა რუსეთის ხელისუფლება შეცდა.

ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთის აგრესიაზე მსოფლიოს ეფექტიანი რეაქცია არის ყველაზე რეალური პრევენცია სხვა მომავალი ომებისგან.

„ჩვენ არ წავალთ გაყინულ კონფლიქტზე. მე პრეზიდენტი გავხდი, როდესაც იყო მინსკის პირველი და მეორე შეთანხმებები. იყო შესაბამისი დოკუმენტები, რომლებიც დაირღვა, ასე რომ შემიძლია ვთქვა, რომ ეს დოკუმენტები არ იყო სერიოზული. იყო შეთანხმებები ქაღალდზე, ეს იყო გაყინული კონფლიქტი.

მე ამის წინააღმდეგი ვარ. ჩვენ ნამდვილად არ გვექნება მსგავსი დოკუმენტი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა არ გასულა მინსკის შეთანხმებებიდან, რუსეთისგან განსხვავებით, რომელმაც ეს გააკეთა პუტინის მიერ ფართომასშტაბიანი ინტერვენციის გამოცხადების შემდეგ.

„უკრაინა ასეთ დიპლომატიურ ჭაობში ნამდვილად აღარ შევა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები