LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: შესაძლოა, ყირიმი დიპლომატიური გზით დავიბრუნოთ

85
zele

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შესაძლოა, ყირიმის დაბრუნების საკითხი დიპლომატიური გზებით მოგვარდეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ერი შეძლებს, მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდეს, როდესაც ყველა თავის მიწას, მათ შორის ყირიმსაც დაიბრუნებს,-” – აღნიშნავს უკრაინის ლიდერი.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა უკრაინა იმ მდგომარეობაში, რომ ყირიმი დაიბრუნოს, ზელენსკიმ უპასუხა:

„სხვა შანსი არ არის, უბრალოდ გამოსავალი არ არის, აუცილებელია ტერიტორიის დეოკუპაცია. ასევე შესაძლოა მოხდეს, რომ ყირიმი დიპლომატიური გზით იქნას დაბრუნებული. რა თქმა უნდა, უკრაინაში უფრო მეტად ამ საკითხის მოგვარების დიპლომატიურ გზას უჭერენ მხარს. პირთა რომელი წრე განიხილავს ამ საკითხს და როდის იქნება ეს, ახლა ვერ გეტყვით. თუმცა, ეს ჩემი მოსაზრებაა. უკრაინა შეძლებს მშვიდად იცხოვროს, როცა მთელ თავის მიწას დაიბრუნებს“,- განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები