უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი შვილის ნათლიის, ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლას სთავაზობს.
„თუ მედვედჩუკმა თავად აირჩია სამხედრო ფორმა, ნიშნავს, რომ ის ექვემდებარება ომის წესებს. ვთავაზობ რუსეთის ფედერაციას: გაცვალეთ ეს თქვენი ბიჭი ჩვენს ბიჭებსა და გოგოებზე, რომლებიც ახლა ტყვეობაში არიან. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სამართალდამცავმა უწყებებმა და სამხედროებმა განიხილონ ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ვლადიმირ პუტინის მეგობარი და ერთ-ერთი შვილის ნათლია, ვიქტორ მედვედჩუკი დღეს დააკავა. ამის ამსახველი ფოტო პრეზიდენტ ზელენსკის “ტელეგრამ” გვერდზე გავრცელდა.