LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: რუსეთს მძევლად ჰყავს აყვანილი ატომური ელექტროსადგურები და ყველას აშანტაჟებს

91
Untitled design (1)

“რუსეთს შეუძლია, ისტორიაში ყველაზე დიდი რადიაციული ავარია გამოიწვიოს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ვიდეოკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკიმ ატომური კატასტროფის რისკებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი იქცა ტერორისტულ სახელმწიფოდ, რომელსაც მძევლად ჰყავს აყვანილი ატომური სადგურები და სავარაუდო კატასტროფით ყველას აშანტაჟებს.

მისივე თქმით, ვერავინ შეაჩერებს რადიაციის მატარებელ ქარს, მაგრამ ყველას ერთად შეუძლია შეაჩეროს რუსეთის ტერორისტული სახელმწიფო:

„დარწმუნებული ვარ, თითოეულ თქვენგანი უკვე დაფიქრდა, როგორ მოიქცეს, თუ რუსეთი ე.წ. ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. იფიქრეთ ამაზეც, რუსეთს შეუძლია ისტორიაში ყველაზე დიდი რადიაციული ავარია გამოიწვიოს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.

რეალური შედეგების თვალსაზრისით, ეს შეიძლება იყოს კიდევ უფრო კატასტროფული, ვიდრე ჩერნობილი და რეალურად – იგივე, რაც რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება, მაგრამ ბირთვული დარტყმის გარეშე…

ჩვენ უნდა დავიცვათ ევროპა ამ საფრთხისგან. დავიცავთ ერთად და შესაძლოა მხოლოდ ევროპა არა, რადგანაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ჩვენს კონტინენტზე. მსოფლიოში ის სიდიდით მესამეა. მას ექვსი ენერგობლოკი აქვს..

რუსეთმა ატომური სადგური ბრძოლის ველად აქცია.

როდესაც ოკუპანტები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან მივიდნენ, მათი ტანკები ისროდნენ. სადგურის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის და საბრძოლო მასალის განთავსებით, რუსმა სამხედროებმა უნდა იცოდნენ, რომ მთელ ევროპას ბირთვული კატასტროფის საფრთხის წინაშე აყენებენ. რა თქმა უნდა, რუსეთის ხელისუფლებამ იცის, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს, როდესაც მისი სამხედროები ატომურ ქარხანას დაბომბავენ, მათ შორის სარაკეტო არტილერიით.

რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ იქცა და რეალურად მძევლად ჰყავს აყვანილი ატომური ელექტროსადგურები და ყველას აშანტაჟებს სავარაუდო კატასტროფით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები