„ჩვენ ვხედავთ, რა ხდება ბელორუსში, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება საქართველოში, თუმცა განსხვავებული გზებით, მაგრამ მაინც როგორ ითრევენ ამ ერებს განუკითხაობაში“, – მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოლდოვაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის გახსნაზე გააკეთა.
„ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. ამიტომაც ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ სურს, რომ რუსეთმა გაანადგუროს ისინი, საშუალება უნდა ჰქონდეს, გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი.
არსებობს მხოლოდ ორი ალტერნატივა: ღია ომი ან მცოცავი რუსული ოკუპაცია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
„უკრაინის და მოლდოვას მომავალი ევროკავშირშია“ – ზელენსკი მოლდოვაში ჩავიდა
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, წელს უკრაინას NATO-სა და ევროკავშირში მოწვევა სჭირდება.
„მინდა ხაზი გავუსვა, რომ ზაფხულში, ვილნიუსში NATO-ს სამიტზე, უკრაინის მოწვევა და უკრაინის გაწევრიანება ალიანსში არის აუცილებელი და ძალიან საჭირო. ჩვენ ვემზადებით სამშვიდობო სამიტისთვის, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ გზა გავიკაფოთ და შევუერთდეთ ევროკავშირსა და NATO-ს.
დრო მოვიდა ამისთვის და ეჭვები უნდა გაიფანტოს. უკრაინისთვის დადებითი გადაწყვეტილება ნიშნავს დადებითი გადაწყვეტილება ყველასთვის – მოლდოვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე საქართველოსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეჭვი არ მეპარება, რომ ბელარუსისთვისაც ასე იქნება და ასევე დაისადგურებს მშვიდობა ევროპაშიც. ვფიქრობ, რომ თითოეული თქვენგანი ვისაც გესმით, რომ ევროპა უნდა იყოს ჭეშმარიტად მშვიდობიანი უკრაინული მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ღია ვართ, ჩვენ – გთავაზობთ მშვიდობის ფორმულას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეორე სამიტი მიმდინარეობს. მასში 47 ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ, მათ შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.
პრემიერი: ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა და ქვეყანა გაერთიანებისკენ მიგვყავს