უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ როდესაც რუსეთის ფედერაციას 1 000 ტანკი აქვს, 20-50 ტანკი, რომელიც უკრაინამ შეიძლება დასავლეთის ქვეყნებიდან მიიღოს, პრობლემას ვერ გადაჭრის.
მისი თქმით, ქვეყნებმა არ უნდა ეძიონ მიზეზი იმისთვის, რომ უკრაინას ტანკები არ მიაწოდონ.
„მინისტრს ვთხოვე, იმუშაოს ამ საკითხზე“: საფრანგეთი უკრაინისთვის ტანკების გადაცემას არ გამორიცხავს
„მკაფიოდ უნდა გესმოდეთ: როცა რუსული არმია, რომელსაც ათასი ტანკი ჰყავს, ჩვენს წინააღმდეგაა, იქ უბრალოდ არავინაა ისეთი, რომ იბრძოლოს, ეშინიათ, არამოტივირებულები არიან. ეს ჩვენთვის პლუსია. მაგრამ როცა მათ აქვთ 1000 ტანკი, ვერცერთი ქვეყანა, რომელიც ჩვენთვის 10, 20, 50 ტანკის მოცემას გადაწყვეტს – პრობლემას ვერ გადაჭრის“, – განაცხადა ზელენსკიმ ARD-თან ინტერვიუში.