LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი ნეიტრალიტეტზე ამბობს – პრობლემა არ არისო, ჩვენ კი არაფრით უნდა დავთანხმდეთ ნეიტრალიტეტს და პირიქით, უნდა ვითხოვდეთ ნატოში მიღებას: უჩა აბაშიძე

202
Untitled design

სამხედრო ანალიტიკოსი უჩა აბაშიძე უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხს ეხმიანება და უკრაინის მაგალითზე, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას განიხილავს.

უკრაინა მზადაა, განიხილოს ნეიტრალური სტატუსის მიღება, მაგრამ ეს უნდა იყოს გარანტირებული მესამე მხარის მიერ და გავიდეს რეფერენდუმზე: ვოლოდიმირ ზელენსკი

ანალიტიკოსი წერს, რომ ახლა უკრაინას თავისუფლად “აწყობს” ნეიტრალიტეტი, საქართველო კი არაფრით უნდა დათანხმდეს  ნეიტრალიტეტს და პირიქით, ითხოვოს NATO-ში მიღება.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, საქართველოსთვის “ნეიტრალიტეტი”არაა ვარიანტი და ჩვენი გადარჩენა არის რომელიმე დიდ ალიანსს მიკედლება და ფიცის დადება რომ “თქვენთვის – ვიომებთ ჩვენც, ოღონდ თქვენ იომეთ ჩვენთვის”:

სამხედრო ანალიტიკოსის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“უკრაინის ნეიტრალიტეტზე:

ზელენსკი “ნეიტრალიტეტის პირობაზე” მაგიდასთან დაჯდომაზე თანახმა იყო ჯერ კიდევ 2 კვირის წინ, ამის შესახებ მეც მეწერა, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ ამის შემჩნევა მხოლოდ დღეს დაიწყო.

საინტერესო დასაკვირვებელია ხოლმე ეს ტენდენციები, როდის დგება “დრო”, რომ სოციუმმა რაღაც გაიგონოს, არადა ბევრად ადრე რომ ითქვა და რა არის ამის მიზეზი ხოლმე,
ხოდა დღესდღეობით უკრაინა საერთოდ აღარ არის იმავე “ნავში”, რომელშიც ჩვენ ვართ, კატეგორიულად აღარ არის.

ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, “ჩეჩნეთზე ოდნავ დიდი”, რომელმაც ის ომი, რომელსაც ახლა უკრაინა ომობს – უკვე წააგო.

ჩვენ უკვე დაგვინიშნეს ჩვენი “იანუკოვიჩი”, რომელიც უკვე 10 წელია გვმართავს. უკვე მოხდა ჩვენი დემილიტარიზებაც, “იანუკოვიჩის” დანიშვნის დღიდან – მიდის ჩვენი ჯარის დასუსტება – არათუ გაძლიერება, 20% ოკუპირებულ ქვეყანაში – არამედ დასუსტება. მიდის ის, რომ ოკუპანტის შესახებ სიტყვა “მტერია” ამოიღეს კანონიდან, ის, რომ 10 წელია ერთი რუსეთის აგენტი არ დაუჭერიათ.

მთელ მსოფლიოში რუსეთის აგენტებს იჭერენ სულ, ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც თურმე რუსეთის აგენტები არ გვყავს.

მიდის ის, რომ უზარმაზარი მოღალატეების კოლონა გვყავს, რომლებიც “პოლიტიკოსობენ” და ტელევიზიები აქვთ, შედეგად, ქვეყნის ბრძოლისუნარიანობა სრულიად დაჩაჩანაკებულია, ბრძოლის სურვილიც განადგურებულია და ამას ემატება რეალური არგუმენტებიც – რომ ძალიან მცირე მოსახლეობა გვყავს, რომ ჩვენი მეზობლები, ყველა, არის ავტორიტარული ქვეყნები, რომ რეგიონი საშინელია, ეკონომიკა სუსტი გვაქვს და ა.შ.

ამიტომ ჩვენთვის – “ნეიტრალიტეტი” (რომელიც იკითხება როგორც “ჩემს თავს ჩემით დავიცავ, დიახაც, ყველას ვეომები ვინც მოვა!”) – ჩვენთვის არაა ვარიანტი, ჩვენი გადარჩენა არის რომელიმე დიდ ალიანსს მიკედლება და ფიცის დადება, რომ “თქვენთვის – ვიომებთ ჩვენც, ოღონდ თქვენ იომეთ ჩვენთვის” და ამ ფონზე, მე მირჩევნია დავიფიცო, რომ ვიომებ ესტონელებისთვის და ბრიტანელებისთვის, ვიდრე ვიომებ რუსებისთვის და ყაზახეთისთვის (მაგათაც აქვთ ეგეთი ალიანსი ODKB ჰქვია, “ალტ-ინფოს” ოცნებაა მანდ გავწევრიანდეთ).

ხოდა, ჩვენს საპირისპიროდ,უკრაინასაც ძალიან უნდოდა ნატოში მოხვედრა, სასწრაფოდ, იმისთვის, რომ რუსეთს არ გაებედა თავდასხმა და უკრაინას არ დასჭირვებოდა ეკონომიკის უზარმაზარი ნაწილის – სამხედრო მომზადებაზე დახარჯვა.

რუსეთმა ომის წინ მოსთხოვა ნეიტრალიტეტი, დემილიტარიზაცია (ჯარის პრაქტიკულად გაუქმება) და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების “რუსეთისთვის დამტკიცება” (აღიარება), რაზეც უკრაინამ თქვა უარი, თანაც რუსეთმა გარკვევით თქვა, რომ ეს არ არის “მენიუ”, რომლიდანაც აირჩევთ ერთს და უარს იტყვით მეორეზეო.

ხოდა დღეს – როცა უკრაინამ დარტყმა მიიღო, გაუძლო, ეკონომიკა ისედაც დაენგრა, ხალხი ისედაც დაეხოცა, მაგრამ, სამაგიეროდ რუსეთი სრულიად გაპარტახებულია, ჯარის ნახევარი აღარ ჰყავს, რაც ჰყავს – ის ჯარი რომ დაბრუნდება უკან, სახლში, უარესს უზამს თავის მთავრობას, რუსეთი ეკონომიკურად აღარ არსებობს, რაც დრო გავა, უფრო განადგურდება (იმიტომ, რომ სანქციები ნელი პროცესია, პლიუს წლის ბოლოსკენ ნავთობპროდუქტების ყიდვასაც შეწყვეტს დასავლეთი).

ხოდა რუსეთი – კონკრეტულად, უკრაინისთვის, აწი – საშიში აღარ არის.

თქვენ შეიძლება ვერ მიხვდით, მაგრამ დღეის მდგომარეობით, უკრაინა პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამხედრო სახელმწიფოა, რომელსაც აქვს თავდაცვის გამოცდილება, აქვს უზარმაზარი ცოდნა – რა არის საჭირო, აქვს მენტალური და მორალური მზაობა იომოს, აქვს უამრავი შეიარაღება.

როგორც კი ომი მორჩება, აღიდგენს და დაიმატებს იმ თავდაცვის საშუალებებს, რასაც ახლა “უჟოშკავდნენ” – და იქნება საერთოდ top 10 სამხედრო ძალა პლანეტაზე, იმიტომ, რომ თან მოსახლეობაც ჰყავს, ეკონომიკური პოტენციალიც აქვს, საჭმელიც საკმარისი აქვს, ტერიტორიით ევროპაში ყველაზე დიდი ქვეყანაა, ხოდა არაფრად არ სჭირდება აწი ნატოს წევრობა, ნატოს წევრობა უნდოდა იმისთვის,  რომ ის არ დამართოდა – რაც მოუვიდა – აწი ფეხზე არ ჰკიდია?

იქით ეხვეწოს ნატო, ნატოს მოქმედი წევრებიდან – უკრაინა ყველაზე ძლიერი ქვეყანაა, ამერიკის მერე, ამ მომენტისთვის, ნებისმიერი ქვეყანა იოცნებებს უკრაინასთან ალიანსში ყოფნაზე, ომი რომ მორჩება – როგორც უნდა მორჩეს – მთელი დასავლეთის ინვესტიციები უცებ აღადგენს უკრაინას და ააშენებს და ახალ დონეებზე გაიყვანს.

რუსეთი თუ ვარდისფერი საყვარელი ფუმფულა სათამაშო არ გახდება, დარჩება ეკონომიკურად განადგურებულ სამხედრო თვალსაზრისით დაჩაჩანაკებულ, კრიმინალურ, კორუფციულ … ორმოდ, ხოდა აღარავისთვის იქნება საფრთხის მომტანი 40-50 წელი.

ამასობაში თუ უკრაინას “დაკერავენ” – იქნებ კიდევ დათმოს ნეიტრალიტეტი და შევიდეს ნატოში (და რუსეთი ხმას ვეღარ ამოიღებს, 10 წლის მერე უკრაინა იქნება უძლიერესი სამხედრო ქვეყანა და რუსეთი იქნება უბანძესი, რაც იყო ახლა – იმაზე ბანძი) და ან არც შევა და დაიკიდებს, რად უნდა რომ?

უკრაინა სულ სხვა ქვეყანაა დღეს, და იქნება უახლოესი 100 წელი, ვიდრე ჩვენ, ეს უნდა გაიაზროთ – ჩვენ ვართ დაჩმორებული, ბანძი, რუსეთის მონა, დამარცხებული, არაფრის მაქნისი ქვეყანა, სუსტი, ლაჩარი და მოღალატე (დღეის მდგომარეობით).

უკრაინა არის – დიდი, ძლიერი, მებრძოლი, უდრეკი, ვაჟკაცი, უშიშარი, დასავლური პრინციპების სისხლის ფასად დამცველი. ჩვენი და უკრაინის მომავალი – ძალიან განსხვავებული იქნება აწი და ჩვენი და უკრაინის ერთ წინადადებაში მოხსენიება უკვე დასრულდა და აწი სულ უფრო და უფრო იკლებს, მეტიც, უკრაინას ახლა აწყობს “არ შევიდეს არც ერთ ალიანსში” – იმიტომ, რომ შესაძლოა ჰქონდეს ექსპანსიური მიზნები და ალიანსში ყოფნა ხელს შეუშლის – იმოქმედოს, ანუ თუ რუსეთი დაიწყებს დაშლას უახლოეს 5 წელიწადში, უკრაინამ თავისუფლად შეიძლება იქით მოხოდოს კაზუს-ბელი რუსეთში პატარა ინტერვენციისთვის.

ან თუნდაც ჩვენთვის დასახმარებლად, ან ჩეჩნეთის დასახმარებლად (შეიძლება ამას შეპირებულიც კი არის იჩქერიელ მეომრებზე, რომ ომის მერე ჩეჩნეთში მოხოდონ “დარტყმა” და რომ უკრაინა დაეხმარება და რუსეთი ფეხს ვერ მოსჭამს უკრაინას, იმიტომ, რომ უკრაინაზე თავდასხმა, მას მერე, ომის მერე 6 თვე რომ გავა – ნებისმიერი ქვეყნისთვის თვითმკვლელობა იქნება), ხოდა თავისუფლად “აწყობს” უკრაინას ახლა ნეიტრალიტეტი.

მთავარია, ზელენსკი ამბობს, რომ არ დათანხმდება არანაირ ტერიტორიულ დათმობებს და არ დათანხმდება დემილიტარიზაციას, ხოდა ნეიტრალიტეტზე – პრობლემა არ არისო და სწორიც არის.

ჩვენ კი არაფრით უნდა დავთანხმდეთ არანაირ ნეიტრალიტეტზე და პირიქით, ვითხოვდეთ NATO-ში მიღებას, იმ იმედით, რომ იქნებ 50 წლის მერე მაინც შევქმნათ ისეთი ქვეყანა და სოციუმი, რომელიც მეზობელ ქვეყნებს “დაუდგება და გაუძლებს”.

დღეს კი, როცა რუსეთს კავკასიონი გადმოკვეთილი აქვს და კავკასიონს აქეთ აქვს ათობით სამხედრო ბაზა!!!! – ჩვენ არ შეგვიძლია რუსეთის გაძლება, თეორიულადაც კი და ამას რომ დაუმატებთ იმას, რომ იანუკოვიჩი გვიზის აქ მეფედ ნეიტრალურად გადარჩენის საერთოდ არანაირი შანსი არ გვაქვს.

ამიტომ ეს უნდა გაიაზროთ, უკრაინა სულ სხვაა დღეს და საქართველო სულ სხვაა და უკრაინას “აწყობს” ნეიტრალიტეტი – ოღონდ ტერიტორიების დაბრუნების და სამხედრო ძალის შენარჩუნების პირობით (და გაძლიერების, ნეიტრალიტეტი ყოველთვის დგას ძლიერ ჯარზე), – წერს სამხედრო ანალიტიკოს უჩა აბაშიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები