LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი მოქალაქეებს აფრთხილებს: „გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ საჰაერო განგაშის სიგნალს“

52
BeFunky-collage

ეს კვირაც შესაძლოა, ისეთივე რთული იყოს, როგორიც წინა კვირა იყო, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასულ ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა და მოქალაქეები გააფრთხილა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, “ტერორისტები ახალ დარტყმებს ამზადებენ და სანამ მათ რაკეტები აქვთ, არ დამშვიდდებიან”.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, ყურადღება მიაქციონ საჰაერო განგაშის სიგნალს.

„ჩვენი უნარი, დავეხმაროთ ერთმანეთს და ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველებზე – მოხუცებზე, ბავშვებიან ოჯახებზე, მათზე, ვინც ომში დაკარგა სახლები და ნათესავები – ჩვენი ურთიერთდახმარება ტერორისგან დაცვისა და ჩვენი სიძლიერის ერთ-ერთი ელემენტია.

მომავალი კვირა შეიძლება ისეთივე რთული იყოს, როგორიც გასული. ჩვენი თავდაცვის ძალები ემზადებიან. მთელი სახელმწიფო ემზადება. ჩვენ ვამუშავებთ ყველა სცენარს, მათ შორის ჩვენს პარტნიორებთან ერთად

გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ საჰაერო განგაშის სიგნალს კვირის განმავლობაში. ერთად და ერთმანეთის დახმარებით ჩვენ გადავლახავთ ომის ამ გამოწვევასაც: ამ ზამთარს, რუსეთის მცდელობას გამოიყენოს სიცივე ხალხის წინააღმდეგ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, გასულ კვირაში, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მიიტანეს მორიგი მასირებული სარაკეტო შეტევა. დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი.

ანდრო გოცირიძე: ომი ალბათ, დიდხანს გაიწელება, რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებამდე კიდევ რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები