LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი ისრაელის პარლამენტს: ჩვენ ვკითხულობთ, რატომ არ შეგვიძლია მივიღოთ თქვენგან იარაღი, რატომ არ დაუწესა ისრაელმა რუსეთს ძლიერი სანქციები?

224
ვოლოდიმირ ზელენსკი

„თქვენ შეგიძლიათ იყოთ შუამავალი ქვეყნებს შორის, მაგრამ არ შეიძლება იყოთ შუამავალი სიკეთესა და ბოროტებას შორის“ – ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქნესეთში ვირტუალური გამოსვლისას, ებრაელ პარლამენტის წევრებს მიმართა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, კრემლის ოფიციალური პირები იყენებენ იმავე ტერმინს, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს, ებრაელთა გენოციდისას, ნაცისტური გეგმისთვის ჰიტლერი იყენებდა.

“თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ხალხს” – ზელენსკიმ ისრაელის პარლამენტს მიმართა

„ყველამ იცის, რომ თქვენი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები საუკეთესოა“, – განუცხადა მან ისრაელის პარლამენტის წევრებს და ოფიციალური კიევისადმი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება და მხარდაჭერის უზრუნველყოფა კვლავ სთოხვა.

„ყველამ იცის, რომ შეგიძლიათ ფეხზე წამოდგეთ და დაიცვათ თქვენი ეროვნული ინტერესები და დაგვეხმარო დავიცვათ ჩვენი, უკრაინელებისა და უკრაინაში მცხოვრები ებრაელების სიცოცხლე“,- დასძინა ზელენსკიმ, რომელიც თავადაც უკრაინელი ებრაელია.

„ჩვენ ვკითხულობთ, რატომ არ შეგვიძლია მივიღოთ თქვენგან იარაღი, რატომ არ დაუწესა ისრაელმა რუსეთს ძლიერი სანქციები ან არ ახორციელებს ზეწოლას რუსულ ბიზნესზე?!“,- აღნიშნა უკრაინის პირველმა პირმა.

შეგახსენებთ, ისრეალის ქნესეთამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტს, ბრიტანეთისა და კანადის, პარლამენტებს, შეერთებული შტატების კონგრესს და გერმანიის ბუნდესტაგს მიმართა. მედიის ინფორმაციით, 23 მარტს დაგეგმილია უკრაინის პირველი პირის საფრანგეთის პარლამენტისადმი ვირტუალური მიმართვაც.

ზელენსკი: ნატოს წევრი რომ ვყოფილიყავით, ომი არ დაიწყებოდა, თუ მზად ხართ, დაუყოვნებლივ მიგვიღეთ, რადგან ადამიანები ყოველდღიურად იღუპებიან