LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზეინმა სიდედრს ხელი დაარტყა“ – ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი ერთმანეთს დაშორდნენ

751
page

26 წლის მოდელი, ჯიჯი ჰადიდი და 28 წლის მომღერალი, One Direction-ის წევრი, ზეინ მალიკი ერთმანეთს დაშორდნენ. ამის შესახებ გამოცემა People წერს. გამოცემის ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ზეინმა სიდედრს, იოლანდას ჩხუბის დროს ხელი დაარტყა.

„ისინი ერთად უკვე აღარ არიან, ზეინმა მორიგი ჩხუბს დროს იოლანდას ხელი დაარტყა“, – აცხადებს ინსაიდერი.

ტაბლოიდების ცნობით, ჯიჯის ახლა განმარტოება სურს, რათა ეს რთული პერიოდი მალე გადალახოს, თუმცა, ის და ზეინი ქალიშვილს ერთობლივად აღზრდიან.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია ასეთი მწვავე უთანხმოება ზეინსა და ჯიჯის დედას შორის. ცნობისთვის, წყვილი ერთად 2015 წლიდანაა, მათ ერთი წლის ქალიშვილი ჰყავთ.

ფოტო: „ჩვენი გოგონა უკვე აქ არის, ჯანმრთელი და ლამაზი“ – ჯიჯი ჰადიდი და ზეინ მალიკი მშობლები გახდნენ

ფოტო: ირინა შეიკიმა, ჯიჯი ჰადიდიმ და ვინი ჰარლოუმ „მოსკინოს“ ფერად ჩვენებაზე გაიბრწყინეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები