LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზეიმი ბრუნდება!..“ – ბუკა პეტრიაშვილი ოჯახს უბრუნდება

762

დღეს ალექსი-ბუკა პეტრიაშვილს საავადმყოფოდან გაწერენ.  ექიმების ინფორმაციით, ის სრულად გამოჯანმრთელებულია, გადატანილი ოპერაციების შემდეგ კი შინ ამბულატორიული მკურნალობა უნდა გაიაროს.

ეკა მიშველაძე ამ ინფორმაციას დიდი სიხარულით სოციალურ ქსელში ეხმაურება, აქვეყნებს ქორწილის ფოტოს და წერს: „ჩემი დღესასწაულია ეს ბიჭი“, რაზეც ბუკა პასუხობს: „შენ კიდევ ზეიმი ხარ ჩემს სულში და გონებაში! ყოველი დღე შენთან ზეიმია ჩემს გულში!“. ეკა წერს, რომ „ზეიმი ბრუნდება“.

მანამდე რამდენიმე დღით ადრე ეკა ისევ და ისევ სოციალურ ქსელში აღნიშნავდა იმას, რომ ბუკას ამბავს ყველგან ეკითხებოდნენ: „კი ვიცოდი, რომ ამ ბიჭის”არსიყვარული” შეუძლებელია და ვინც იცნობს, ყველას უსასტიკესად უყვარს, მაგრამ ასეთი საყოველთაოც არ მეგონა ეს გრძნობა. სადაც არ გავედი – ქუჩა, მაღაზია, ყველა მის ამბავს კითხულობს ასაკის, სქესისა და სოციალური სტატუსის მიუხედავად. ბუკა/ალექსი – ეს რა კაცს ჰყვარებიხარო…“

12472527_10153445460076724_8272348209563071985_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები