LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზედმეტი ინფორმაცია განწყობას აუარესებს და გადაწყვეტილების მიღების პროცესსაც ართულებს, ახალი კვლევა

125
management

ყოველდღიურად ძალიან ბევრი ინფორმაციის მიღების გამო ადამიანები განწყობის გაუარესებას და კოგნიტიური შესაძლებლობების დაქვეითებას აწყდებიან. ასეთ დასკვნამდე პოლონელი, გერმანელი, ავსტრიელი, სლოვენიელი და სხვა ქვეყნების წარმომადგენელი მეცნიერების საერთაშორისო ჯგუფი მივიდა.

ზედმეტ ინფორმაციას კიდევ სხვა შედეგებიც შეიძლება მოჰყვეს: ხშირად ადამიანი ვეღარ არის სოციალურად ისეთი აქტიური როგორც ადრე, სამსახურისგან კმაყოფილებას ვეღარ იღებს, კარგავს მოტივაციას. ბევრი ინფორმაციის გამო ზოგადი ემოციური მდგომარეობაც ნეგატიურ ფონს იძენს.

დაბოლოს, ასეთ მდგომარეობაში ადამიანები ინფორმაციას არასაკმარისად კრიტიკულად აფასებენ და გადაწყვეტილების მიღებაც რთულდება.

მეცნიერთა აზრით, ინფორმაციული დაბინძურება ძალიან ჰგავს გარემოს დაბინძურებას. იმ მონაცემთა მოცულობა, რომელთან კონტაქტიც ყოველდღიურად გვიწევს, ძალიან დიდია იმისთვის, რომ ტვინმა მისი გადამუშავება მოასწროს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ პრობლემას იმავე მეთოდით უნდა ვებრძოლოთ, როგორც ეკოლოგიის დაბინძურებას, მაგალითად – დავარეგულიროთ გადაუმოწმებელი და დაბალ ხარისხიანი კონტენტის გავრცელება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები