LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზედმეტი გადასახადის თავიდან ასაცილებლად მგზავრმა მთელი ბარგი ჩაიცვა

344
73095867-2462707560473727-7230574247360331776-n

ბარგის გადასახადის თავიდან ასაცილებლად ავიაკომპანიის მგზავრმა ბარგი სულ ზედ ჩაიცვა. გელ როდრიგესი ფილიპინებიდანაა.

მან გადაწყვიტა 2.5 კილოგრამი – 10 წყვილი ტანსაცმელი ჩაეცვა. ტანისამოსის ტარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აღმოჩნდა, რომ მისი ტვირთის წონა აღემატებოდა ბარგზე დასაშვებ მაქსიმალურ წონას-შვიდ კილოგრამს.

”როდესაც ავიაკომპანიის გამშვებ პუნქტზე მითხრეს, რომ დასაშვებია მხოლოდ 7 კილოგრამი ბარგი და ზედმეტი ბარგისთვის უნდა გადამეხადა. მე ვუთხარი მათ, რომ პრობლემა არ იყო და ჩაცმა დავიწყე“.

ქალს არაერთი მაისურის, შარვალის თუ ქურთუკის ჩაცმა მოუწია.

”არ მინდოდა გადამეხადა ზედმეტი ბარგისთვის და მარტივი გამოსავალი ვიპოვე“, – ამბობს როდრიგესი.

მან ასევე იხუმრა, რომ იცოდა ეს ამბავი ვირუსულად გავრცელდებოდა, ამიტომ ფოტოში განსაკუთრებით იპოზიორა.

ფოტო სოციალურ ქსელში მართლაც ვირუსულად გავრცელდა. ფილიპინელის იდეა მსოფლიოს ყველა ქალაქიდან 33 ათასმა ადამიანმა მოიწონა და 20 ათასზე მეტმა გააზიარა.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=2430537840357366&set=a.428321277245709&type=3&theater

 

ისე, ასეთი რამ  შესაძლოა ბევრ ქართველ ავიამგზავრსაც ეცნო, განსაკუთრებით ვინც “ვიზიარით” ქუთაისიდან მგზავრობს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები