LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზედმეტად ძვირადღირებული ბენზინის გამო ბრიტანელები შვებულებაზე უარს ამბობენ

35
Capture

სულ უფრო და უფრო მეტ ბრიტანელს უწევს კერძო ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვა, როგორც ყოველდღიურის ასევე უფრო მასშტაბურის. საწვავზე ფასების ზრდის გამო, მანქანა ბევრი მოქალაქისთვის ტრანსპორტის ნაცვლად ფუფუნების საგნად გადაიქცა და ცხოვრების ღირებულების ზრდის ფონზე მასზე საერთოდ უარის თქმა უწევთ. მძღოლთა 10%-მა უკვე განაცხადა, რომ ბენზინის გამო შვებულების სადმე გატარებაც შეუძლებელი იქნება.

კიდევ 12% იმას აზუსტებს, რომ საწვავის ღირებულების ზრდის გამო სამსახურში პირადი ტრანსპორტით აღარ დადის. ამასთან, ახალგაზრდა მძღოლებს შორის 18-დან 24 წლამდე, კერძო ავტომობილზე უარის თქმა კიდევ უფრო მეტს, 20%-ს მოუხდა. 34 წლამდე მძღოლებს შორის ყოველმა მეათემ ავტომობილი საერთოდ გაყიდა.

ბრიტანელი აქტივისტები ხელისუფლებას საწვავის ფასების გაკონტროლებისკენ მოუწოდებენ, რადგან ბენზინმა ბევრი ადამიანის ცხოვრება გაართულა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები