ამერიკელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც 50 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა და მათ ყოველდღიურ ჩვევებს 2004-დან 2017 წლამდე აკვირდებოდნენ. შედეგად კი დადგინდა, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩაის 60 გრადუსზე მაღალი ტემპერატურით მიირთმევდა, კიბოს გაჩენის რისკი 90%-ით იზრდებოდა. ეს მაჩვენებელი ყავაზეც ვრცელდება და სასმელის ტემპერატურის მატებასთან ერთად დაავადების რისკიც რამდენიმე პროცენტით იმატებს. ინფორმაციას კვლევის შესახებ CNN წერს.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ რისკის შესამცირებლად აუცილებელია, რომ ყავა თუ ჩაი არა მდუღარე, არამედ ცოტა შეგრილებულ მდგომარეობაში მიირთვათ. ასევე გახსოვდეთ, რომ ცხელი მხოლოდ სასმელი კი არ არის საზიანო, ცხელი საკვების მიღებაც საჭმლის მომნელებელ სისტემას ძალიან აზიანებს.