LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზედაზენმა“ ბაზარს ლუდის ორი ახალი ბრენდი მიაწოდა

380
105619751-3170927456297536-790710683802731632-o

„ზედაზენმა“ ლუდის ბრენდი „აია“ აღადგინა და მომხმარებელს ახალი ბრენდი „რავი“ შესთავაზა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ლუდის და უალკოჰოლო სასმელების ქარხანაში პროდუქციის წარმოების პროცესს გაეცნო

„ქარხანა, რომელიც აღჭურვილია ევროპული წარმოების ყველაზე თანამედროვე ტექნიკით, ქართველ და უცხოელ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწვდის. კორონავირუსის პერიოდში „ზედაზენმა“ შეძლო ლუდის ორი ახალი ბრენდი მიეწოდებინა ბაზრისთვის და 20%-მდე გაეზარდა პროდუქციის ექსპორტი, რაც კრიზისული სიტუაციის დროს სწორი მენეჯმენტის შედეგია“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ლუდის კომპანიის დამფუძნებელმა, ცეზარ ჩოჩელმა ხაზი გაუსვა კორონავირუსის პანდემიის პირობებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წვლილს პროდუქციის წარმოების უწყვეტობის შენარჩუნებაში.

„ვფიქრობ, ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გაგვევლო, თავიდან აგვერიდებინა კადრების დათხოვნა, წარმოების შეჩერება და ბაზრიდან გასვლა. სამინისტროს დამსახურებაა, რომ შევძელით პრიორიტეტების და საკუთარი რესურსების სწორად და ოპტიმალურად მოკლე დროში გადალაგება. დღეისათვის, ჩვენს ბიზნესს აქვს ერთადერთი საზრუნავი – კრიზისის შემდეგ, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად მოხდეს ზრდის ეტაპზე გადასვლა“, – აღნიშნა ქართული ლუდის კომპანიის „ზედაზენი“ დამფუძნებელმა, ცეზარ ჩოჩელმა.

„ზედაზენის“ ქარხანამ წარმოება 2012 წელს დაიწყო. წარმოებაში 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. დაფუძნებიდან დღემდე, კომპანიამ წარმოებაში 120 მლნ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები