LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზედამხედველობის სამსახურმა ხე-ტყის მომპოვებელი ჩინური კომპანიის შემოწმება დაიწყო

224

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ხე-ტყის გადამამუშავებელ კომპანია „ჯორჯია ინდუსტრიალ დეველოფმენთს“ ამოწმებს. კომპანიის სალიცენზიო არიალის შემოწმება დღეს დილიდან დაიწყო და პროცესი 24 დღე გაგრძელდება.

დეპარტამენტის ინფორმაციით, 2007 წელს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ჩინურ კომპანიაზე ხე-ტყის დამზადების ლიცენზია ისე გაიცა, რომ ტერიტორიის წინასწარი შეფასება, მერქნული რესურსის აღრიცხვა არ განხორციელებულა.

„მსგავსი მანკიერი პრაქტიკა იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშიც, სადაც ლიცენზიები ქაოტურად,  წინასწარი შეფასების გარეშე გაიცემოდა. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც ლიცენზიანტებს მითითებული მარაგები ადგილზე არ ხვდებათ და მათი მხრიდან ხე-ტყის უკანონო მოპოვება სხვა ადგილზე ხდება,”- განაცხადეს დეპარტამენტში.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად ხე-ტყის დამზარების ლიცენზიანტების კომპლექსური მასშტაბური შემოწმება დაიწყო. მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში.

„ჯორჯია ინდუსტრიუალ დეველოფმენთს“ 2007 წლის წელს ხე-ტყის დამზადების 20-წლიანი ლიცენზია გადაეცა. სალიცენზიო არეალს წარმოადგენს – კოლხეთი-ჩხოროწყუსა და წალენჯიხის სატყეო უბნების, თაიას, ნაფიჩხოვოსმუხურის, ხუდონის, ჯვარისა და მაგანას სატყეოები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები