LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზამ მითხრა, აქ პატიმარი კი არ ვარ, სათამაშო ვარ, რომელიც ოსებს სჭირდებათო: გახელაძის მეუღლე

91
გახელაძე და ირმა ბუთხუზი

ოკუპირებული ცხინვალის საპყრობილეში მყოფი ზაზა გახელაძის მეუღლის, ირმა ბუთხუზის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული ჯანმრთელობის მხრივ თავს ნორმალურად გრძნობს, მისი ემოციური მდგომარეობა მძიმეა, რადგან მისი სიტყვებით, გახელაძე უიმედოდაა და 14-წლიანი სასჯელის გადახედვის მოლოდინი არ აქვს.

„ბუნებრივია, დაკავებიდან დღემდე, ამდენი თვის განმავლობაში გვინდოდა ზაზას ნახვა, მაგრამ ამის უფლებას არ გვაძლევდნენ, ახლა კი, როგორც მოგეხსენებათ, უკვე მსჯავრდებულია და „წითელმა ჯვარმა“ შეძლო, რომ შეხვედრა შეეთანხმებინა. პაემნების ოთახში შევხვდით.

ორ საათზე მეტი დრო მოგვცეს შეხვედრისთვის. ჯანმრთელობის მხრივ ნორმალურადაა, ჭრილობა აღარ აწუხებს. თქვა, რომ ციხეში ეთნიკური ნიშნით ზეწოლა არ ხდება. როგორც გვითხრა, გასაჩივრებაზე უარი იმიტომ თქვა, რომ ამ თორმეტწლიანი განაჩენის შეცვლის იმედი მაინც არ ჰქონდა. მითხრა, აქ პატიმარი კი არ ვარ, სათამაშო ვარ, რომელიც ოსებს სჭირდებათო.

ახსენეს მსგავსი რაღაცები – თქვენები ერთ პატიმარს მაინც რატომ ვერ ელევიან, რომ გაგცვალონო, არ დაუკონკრეტებია, ვინ უთხრა ეს სიტყვები ან ვის, რომელ პატიმარს გულისხმობდნენ. სხვა მხრივ, საკანში ტელევიზორიც აქვს, ახალ ამბებს ეცნობა, მაგრამ ძალიან უიმედოდ არის. დამშვიდობება გაგვიჭირდა, მაგრამ რას ვიზამდით”, – განაცხადა ირმა ბუთხუზმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 11 ივლისს დააკავეს. მას საზღვრის უკანონო კვეთასა და ე.წ ”მესაზღვრეებისთვის” ცეცხლის გახსნას ედავებიან.

რა გაუხდა საქართველოს, ერთ ოს პატიმარში გამცვალონო – ზაზა გახელაძე ოჯახმა ციხეში მოინახულა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები