NBA-ის ახალი სეზონის წინ, პირველი, წინასასეზონო მატჩი ჩაატარა „დეტროიტ პისტონსმა“. შედგა ჩვენი ზაზა ფაჩულიას დებიუტიც. ქართველი ცენტრი „ოკლაჰომასთან“ მატჩში სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და მოედანზე 14 წუთი და 26 წამი გაატარა. ამ დროის განმავლობაში, ზაზამ 10 ქულა (4/6 – თამაშიდან, 2/2 – საჯარიმოდან), 3 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება დააგროვა. ზაზას ეფექტურობის კოეფიციენტი 4 იყო.
„დეტროიტმა“ 97:91 მოიგო. „პისტონსის“ რიგებში 31 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო ანდრე დრამონდი იყო.
საინტერესოა, რომ NBA-ის ოფიციალურმა გვერდმა გენერალური მენეჯერების გამოკითხვა ჩაატარა. 87-მა პროცენტი ვარაუდობს, რომ 2018-19 წლების სეზონში ჩემპიონი ისევ „გოლდენ სტეიტი“ გახდება.
„ჰიუსტონისა“ და „ბოსტონის“ შანსები დაახლოებით 7-7 პროცენტით შეფასდა. გენერალურ მენეჯერებს „გოლდენ სტეიტის“ კონკურენტებად სწორედ ეს ორი გუნდი მიაჩნიათ.