LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა წერეთელი: „ზოგიერთი „ვარსკვლავი“ ტელეეთერიდან იმასაც კი ჰყვებოდა, როგორ ეწეოდა კანაფს შვილებთან ერთად… აი, ასეთი და ზოგადად მშობლების საყურადღებოდ…“

195
zazawereteli

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი შვედეთში წარმოებული კვლევის შესახებ წერს, რომელმაც საგულისხმო შედეგები აჩვენა კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით:

„მახსოვს რამდენიმე წლის წინ რა ვნებათაღელვა მოჰყვა ქართული „ბომონდის“ მხრიდან ინიციატივას, როცა პარლამენტში იყო მცდელობა, კანაფის მოხმარების ლეგალიზება დაჩქარებული წესით მიეღოთ. ზოგიერთი „ვარსკვლავი“ სატელევიზიო ეთერიდან იმასაც კი ჰყვებოდა, თუ როგორ ეწეოდა კანაფს შვილებთან ერთად ვითომდაც იმიტომ, რომ ესწავლებინა ამის უსაფრთხოდ გაკეთება… აი, ასეთი და ზოგადად მშობლების საყურადღებოდ…“

ამ დღეებში შვედმა მკვლევრებმა გამოაქვეყნეს თავისი კვლევის შედეგები, რომლის მიზანიც იყო, შეემოწმებინა ჰიპოთეზა, რომ მშობლის მიერ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება ასოცირდება ზრდასრულ ასაკში მამრობითი და მდედრობითი სქესის შთამომავლებში განათლების, დასაქმების ან ტრენინგის (not in education, employment or training – NEET) არქონის გაზრდილ რისკთან.

ამ მიზნით მკვლევრებმა ჩაატარეს ახალგაზრდების ეროვნული კოჰორტის კვლევა.

რეესტრზე დაფუძნებული, ეროვნული კოჰორტის კვლევა მოიცავდა 1984-დან 1990 წლამდე დაბადებულ 797,376 ინდივიდს, რომლებიც 17 წლის ასაკში ცხოვრობენ შვედეთში. მონაწილეებს აკვირდებოდნენ 17 წლიდან მაქსიმუმ 32 წლამდე და ყოველწლიურად აფასებდნენ მათ NEET-ს.

კვლევაში ხვდებოდა ყველა ის ახალგაზრდა. რომლის ერთ-ერთ მშობელს მაინც ჰქონდა ნარკოტიკული მოხმარებით გამოწვეული რაიმე დაავადების დიაგნოზი ამ ბავშვის დაბადებიდან მის მიერ 17 წლის ასაკის მიღწევამდე. კოქსის რეგრესიის ანალიზი გამოყენებული იყო რისკის კოეფიციენტების (hazard ratios – HRs) მისაღებად NEET-ისთვის, რომელიც თავის მხრივ ყოველწლიურად ფასდებოდა ისეთი მონაცემებით როგორიც არის შემოსავალი ან დასაქმების მონაცემი.

როგორც კვლევამ აჩვენა ინდივიდების 4.4% იყო მშობლის მიერ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების დიაგნოზი. დაბადების წლის, საცხოვრებელი ადგილის, წარმომავლობის, ფსიქიატრიული დიაგნოზის, ოჯახის შემოსავლისა და მშობლის ფსიქიატრიული დიაგნოზის კორექტირების შემდეგ დადგინდა რომ NEET-ის HR იყო 1.13 (95% CI 1.09-1.16) მამაკაცებისთვის და 1.15 (95% CI 1.12-1.19) ქალებისთვის. ასაკის მიხედვით, სტრატიფიცირების NEET-ის რისკის კოეფიციენტ მაქსიმალურ მაჩვენებელს აღწევდა  17-19 წლის ასაკში, HR = 1.37 (95% CI 1.25-1.50) მამაკაცებისთვის და HR = 1.31 (95% CI 1.18-1.44) ქალებისთვის.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ შვედეთში, მშობლების მიერ ნარკოტიკების მოხმარება ასოცირდება ადრეულ ზრდასრულ ასაკში განათლების, დასაქმების ან ტრენინგის არარსებობის გაზრდილ რისკთან. რისკები ყველაზე მაღალი იყო 17-19 წლის ასაკში, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში, რაც მცირდებოდა ასაკთან ერთად“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები