LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა წერეთელი: კიევის დროით 3 საათზე მთელი უკრაინა ერთდროულად ილოცებს ქვეყანაში ომის დამთავრებისთვის, ვისაც სურვილი ექნება შეუძლია, სადაც ვართ იქ შევუერთდეთ მათ

233
5fe32f60795ce

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში ინიციატივით გამოდის.

ექიმი წერს, რომ კიევის დროით, 3 საათზე უკრაინაში მთელი ქვეყანა ერთად ილოცებს ომის დასრულებისთვის.

შესაბამისად, ის საქართველოს მოქალაქეებსაც მოუწოდებს შეუერთდნენ ლოცვას.

“ჩემმა უკრაინელმა მეგობარმა მოგვწერა (მასთან ვცხოვრობდით როცა უკრაინაში ვმუშაობდი) რომ ხვალ 3 საათზე, კიევის დროით, მთელი უკრაინა ერთდროულად ილოცებს ქვეყანაში მშვიდობის მალე დადგომასა და ომის დამთავრებაზე.

და თუ შეგეძლებათ შემოგვიერთდითო. ასე რომ ვისაც სურვილი ექნება შეუძლია, სადაც ვართ იქ შევუერთდეთ მათ იმ მომენტში,”- წერს ზაზა წერეთელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები