LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა უჯმაჯურიძე: „დანიამ საყოველთაოდ დაიწყო მესამე აცრები. ძლივს ჩავეწერე ორ კვირაში. ადგილები სულ დატაცებულია…“

57
zazaujmajuridze

დანიაში მომუშავე ქართველი ონკოლოგი, ზაზა უჯმაჯურიძე სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ, რომ ქვეყანაში უკვე დაიწყო მესამე აცრები და ისეთი დიდი მოთხოვნაა, რომ თავად ადგილის დაჯავშნა მხოლოდ ორი კვირის შემდეგ შეძლო.

ზაზა უჯმაჯურიძე:

„დანიამ საყოველთაოდ დაიწყო მესამე აცრები. ძლივს ჩავეწერე ორ კვირაში. ადგილები სულ დატაცებულია. აქ ახლა აცრების რაოდენობრივი პრობლემა უკვე აღარ არის, ადრე კი ყოველთვის იყო ადგილის დაჯავშნის პრობლემა, რადგან თითქმის ყველას სურდა აცრა (საპირისპირო ნიშნის პრობლემა გვაქვს ჩვენ).

გუშინ აეროპორტში ვიყავი და იმდენად გადავეჩვიე პირბადეს და მის სახსენებელს, რომ არც წამიღია. არადა, დანიაში მხოლოდ აეროპორტში ითხოვენ პირბადეს.

90% ორჯერ აცრილია. აუცრელ 10%-ში ელიან ახალ გავრცელებას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები