Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ზაზა თელია: D ვიტამინი დანამატის სახით არ უნდა იქნას მიღებული პროფილაქტიკის მიზნით COVID-19 საწინააღმდეგოდ, ამით შესაძლებელია მივიღოთ ზიანი, არათუ სარგებელი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა თელია: D ვიტამინი დანამატის სახით არ უნდა იქნას მიღებული პროფილაქტიკის მიზნით COVID-19 საწინააღმდეგოდ, ამით შესაძლებელია მივიღოთ ზიანი, არათუ სარგებელი

866
BeFunky-collage (6)

ექიმი ზაზა თელია D ვიტამინთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

“D ვიტამინი – სუპერმენი არ არსებობს!

ბოლო პერიოდია საქართველოში D ვიტამინის დანამატის სახით მიღების ბუმია, ასევე კატასტროფულად გაზრდილია 25(OH)D ლაბორატორიული კვლევის დანიშვნა ექიმების მხრიდან, ასევე ის ლამის რუტინულ კვლევად იქცა და პროფილაქტიკის მიზნით მისი მიღება “მოდაშია” და ეს “მოდა” COVID-19-ის დროს უფრო პოპულარული გახდა.

? სამეცნიერო მტკიცებულებათა სწრაფი მიმოხილვა
…..და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია რენდომიზირებულმა კვლევებმა…..

1. რამოდენიმე ობსერვაციული კვლევა ირწმუნებოდა, რომ D ვიტამინის ნაკლებობა ასოცირებულია კიბოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მომატებულ რისკთან.
და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია 26 000 ადამიანზე ჩატარებულმა რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ (NCT01169259, JoAnn E. Manson, et. al)

დასკვნა: D ვიტამინის დანამატის სახით მიღებამ ვერ აჩვენა უფრო დაბალი რისკი კიბოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკისა პლაცებოსთან შედარებით.

2. ობსერვაციული კვლევები ირწმუნებოდნენ დაბალი D ვიტამინის მაჩვენებლის დროს დიაბეტის განვითარების რისკზე.
და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია 2423 ადამიანზე ჩატარებულმა რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ (NCT01942694, Anastassios G. Pittas, et. al)

დასკვნა: D ვიტამინი დანამატის სახით მიღება არ ამცირებს ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკ პლაცებოსთან შედარებით.

3. ობსერვაციული კვლევები ირწმუნებოდნენ დაბალი D ვიტამინის კავშირს ვარდნასთან (falls) ხნიერ ადამიანებში.
და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ (NCT00986466, K. Uusi-Rasi, et. al)

დასკვნა: D ვიტამინის მიღება არ ამცირებს ტრავმულ ვარდნის შემთხვევებს ხნიერ ადამიანებში.

4. მართლა სუპერმენია D ვიტამინი?

ანუ შეუძლია მას სიცოცხლის გადარჩენა?

და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია 36 282 ადამიანზე ჩატარებულმა რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ (NCT00000611, Andrea Z. LaCroix, et. al)

დასკვნა: დანამატის მიღება – კალციუმი + D ვიტამინი არ ამცირებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებში პლაცებოსთაბ შედარებით.

5. D ვიტამინი და COVID-19
რამოდენიმე კვლევა მიუთითებდა COVID-19-ით ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში დაბალი D ვიტამინის მაჩვენებელზე.
და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია 443 734 ადამიანზე ჩატარებულმა რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ (Guillaume Butler-Laporte, et. al)

დასკვნა: D ვიტამინის მიღებას დანამატის სახით არ გააჩნია დამცველობითი ფუნქცია COVID-19-გან, ხოლო მთავარი მაჩვენებელი გახლდათ ის რომ ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და დაავადების რთული მიმდინარეობა პირიქით უფრო დაბალი გახლდათ იმ პაციენტებში რომლებსაც ჰქონდათ D ვიტამინის ნაკლებობის გენეტიკური წინასწარგანწყობა.

Interestingly, people genetically destined to have low vitamin D levels were less likely to be hospitalized with COVID-19 or to develop severe disease.
These findings do not support a protective role of increased 25OHD levels on Covid-19 outcomes and may suggest harm. At present, individuals should not use vitamin D supplements to protect against Covid-19 outcomes, and on-going supplementation trials should closely monitor for signals of harm.

შეჯამება: D ვიტამინი დანამატის სახით არ უნდა იქნას მიღებული პროფილაქტიკის მიზნით COVID-19 საწინააღმდეგოდ, ამით შესაძლებელია მივიღოთ ზიანი, არათუ სარგებელი,- წერს ზაზა თელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები