NBA-ს პირველი ქართველი ჩემპიონი ზაზა ფაჩულია საქართველოში 6 აგვისტოს ჩამოვა და თან… ჩემპიონთა თასს ჩამოიტანს.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი 19:00 საათზე სასტუმრო „რუმსში“ პრესკონფერენციას გამართავს.
შეგახსენებთ, ჩვენიანის „გოლდენ სტეიტმა” ფინალური სერიის ხუთ მატჩში “კლივლენდი” დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა.
ამის შემდეგ ფაჩულია საქართველოს ნაკრებთან ერთდ, რომელიც ამჟამად ლიტვის საერთაშორისო ტურნირზე გამოდის, ევრობასკეთისთვის მზადებას დაიწყებს.
შეგახსენებთ, წლევანდელი ევრობასკეტი ოთხ ქვეყანაში რუმინეთში, ფინეთში, ისრაელსა და თურქეთში ტარდება, თამაშები 31 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე გასტანს. B ჯგუფში საქართელოს ნაკრების მეტოქეები არიან: ისრაელი, იტალია, გერმანია, უკრაინა, ლიტვა. საქართველო თავის მატჩებს ისრაელში, თელ-ავივს არენაზე ითამაშებს.
31 აგვისტო
ლიტვა-საქართველო
2 სექტემბერი
საქართველო-გერმანია
3 სექტემბერი
საქართველო-უკრაინა
5 სექტემბერი
ისრაელი-საქართველო
6 სექტემბერი
საქართველო-იტალია