ზაზა სარალიძემ თბილისის მერიას რუსთაველის გამზირზე, კარვების დადგმის ნებართვის გაცემაზე, განცხადებით მიმართა.
როგორ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ განაცხადა, ის ასევე ითხოვს საპროტესტო აქციების გამართვაზე 5 ნოემბრამდე ნებართვის ვადის გახანგრძლივებას.
„მე მოვითხოვე ვადის გაგრძელება 5 ნოემბრამდე, ამასთან, მოვითხოვ, რომ მომცენ კარვების დადგმის უფლება. მივუთითე, რომ პასუხი წერილობით მეცნობოს,“ – განაცხადა ზაზა სარალძემ.
შეგახსენებთ, 10 სექტემბრიდან ზაზა სარალიძემ აქციები განაახლა. სარალიძეს სოლიდარობას უცხადებს ასევე მალხაზ მაჩალიკაშვილი. მათი მთავარი მოთხოვნა ხელისუფლების გადადგომაა.