LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა სარალიძემ და ზვიად კუპრავამ შვილმოკლული მშობლების რეგისტრაცია დაიწყეს

70

“სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ოფისში, ზაზა სარალიძემ და ზვიად კუპრავამ შვილმოკლული მშობლებისა და ყველა იმ პირის რეგისტრაცია დაიწყეს, ვინც მათი თქმით, სისტემის მსხვერპლია და უსამართლობის განცდა აქვს.

ცენტრი მასალებს პროკურატურას და შესაბამის უწყებებს რეაგირებისთვის წარუდგენს.

„დავიწყეთ რეგისტრაცია, ვისაც მოუკლეს შვილები, მოუკლეს ნათესავები და ჯერჯერობით მკვლელები ისევ გარეთ დადიან. შევაგროვებთ მონაცემებს და წარვუდგენთ ძალოვნებს. მათი პირდაპირი ვალდებულებაა,  გამოიძიონ ეს საქმეები და დაზარალებულებს ჩემი ჩათვლით, არ ჰქონდეთ შეგრძნება, რომ სამართალმა ვერ იზეიმა. ჩემი აზრით, უკვე დროა ქართველი ერი გამოფხიზლდეს და შერჩევით სამართალს წერტილი დაესვას,“ – აცხადებს ზაზა სარალიძე.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა აქციების დროს დაზარალებულები პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან აგდებულ დამოკიდებულებაზე ესაუბრნენ.

ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ამ საქმეების გამოძიების შეფერხება მაღალჩინოსნების მფარველობის გამო ჭიანურდება.