ზაზა სარალიძე, რომელიც დღეს შინაგან საქმეში სამინისტროში დაკითხვაზე დაიბარეს, უწყებაში მისვლას აპირებს. მანამდე ის სასამართლოში მივიდა, სადაც განცხადება დაწერა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე განაჩენის გადაცემა მოითხოვა.
“მე არ მითხოვია კვირიკაშვილის გადადგომა. ის იყო ერთადერთი ვინც პირობა მომცა, რომ საქმის გამოძიებას თვალყურს მიადევნებდა, ის აღარ არის და ვის მოვთხოვო პასუხი. ეს არის საქმის გაჭიანურება. როგორც კი ახალი პრემიერი დაინიშნება მოვითხოვ მასთან შეხვედრას,”- თქვა ზაზა სარალიძემ.