LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა სარალიძე 14:00 საათზე შსს მინისტრს შეხვდება

88

ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას 14:00 საათზე შეხვდება. ინფორმაციას თავად სარალიძე ავრცელებს. სამინისტროში დაგეგმილ შეხვედრას სახალხო დამცველი და ზაზა სარალიძის ადვოკატი დაესწრება.
ზაზა სარალიძის თქმით, თუ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტება არ დადგინდა, გამორიცხული არ არის, მასშტაბური აქციები გაიმართოს.

“დავგეგმეთ შეხვედრა. შეხვედრაზე სავარაუდოდ, შს მინისტრი და მისი მოადგილეეებიც იქნებიან. მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებასთან ერთად გავეცნობით კალანდიას ჩვენებასაც. კალანდიას დაკავების საკითხი აქამდეც უნდა დამდგარიყო, თუმცა, როგორც ჩანს, რაღაცაზე თავს იკავებენ. თუ ჩემი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, წინასწარ არაფერს ვიტყვი, თუმცა შესაძლოა, გაგრძელდეს არამარტო ერთკაციანი, არამედ მრავალკაციანი აქციაც. იმედია, მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას,” – განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე ამ დრომდე შსს სამინისტროს ეზოში იმყოფება. მოკლული მოზარდის მამას, გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი შეხვდა. შეხვედრის შესახებ ალექსანდრე ხოჯევანიშვილს კომენტარი არ გაუკეთებია. ზაზა სარალიძის განმარტებით კი, მათ ხორავას საქმის მტკიცებულებებზე ისაუბრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები