რუსთაველის თეატრის მსახიობი, ზაზა პაპუაშვილი თავის კოლეგას, ნიკა ქაცარიძეს ემშვიდობება. სოციალურ ქსელში ის წერს, რომ კოლეგას მის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე ტელეფონზე ხანგრძლივად ესაუბრა:
„გამახარა გუშინ მისმა ზარმა.. ერთი ორმოცი წუთი ვილაპარაკეთ. არ მენახა კაი ხანი, მონატრება-სითბო-სიყვარულით იღვრებოდა. მეუღლით, შვილებით აღტაცებით იყო… დღეს კი… თბილი, ნიჭიერი, თეატრის კარგი კაცი იყო. მეგობარი და პარტნიორი, რა სამწუხაროა, რა სამწუხარო… ნიკუშა, მაგრად იყავი, ნახვამდის!..“
ნატალია ყულოშვილი: „გუშინ ასე გვიხაროდა ერთად ყოფნა… ნიკა, მადლობა მეგობრობისთვის…“