LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა პაპუაშვილი და ოთარ ჩრდილელი არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ შესაძლოა “ქართული ოცნება” დატოვონ

137
ზაზა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ზაზა პაპუაშვილი და ოთარ ჩრდილელი არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა უახლოეს დღეებში “ქართული ოცნება” დატოვონ.

ზაზა პაპუაშვილი მცირე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. დეპუტატი ოთარ ჩრდილელი კი გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

“არა, არ ვტოვებ უმრავლესობას. ეს ისეთივე ცრუ ინფორმაციაა, როგორც ის, რომ მრიცხავდნენ „ქართული ოცნებიდან“, – განაცხადა ოთარ ჩრდილელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები