LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა პაპუაშვილი: „არ მაღელვებს, სააკაშვილი ციხეში იშიმშილებს თუ არა… კისერიც უტეხია და კინჩხიც ზედ მიუყოლებია. ამას ვუზომო ახლა კალორიები…“

130
zazamisha1027

მსახიობი, ყოფილი პარლამენტარი ზაზა პაპუაშვილი „უცნობის“ გადაცემას სტუმრობდა და მიხეილ სააკაშვილის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა.

ზაზა პაპუაშვილი:

„ადამიანი არ უნდა დაჩაგრო. ადამიანის თავმოყვარეობას არ უნდა შეეხო, არ უნდა მოაქციო ის ჩიხში. თავმოყვარეობა ძლიერი განცდაა და მას ადამიანი ასე იოლად ვერ ელევა, შეიძლება, გული გაუსკდეს. როგორც შესაძლებელია, ბედნიერად უნდა იცხოვროს, სამსახურიც უნდა ჰქონდეს, შემოსავალიც უნდა ჰქონდეს. ოჯახი აქვს შექმნილი. რატომ? უყვარს და ზრუნავს და მიეცი საშუალება, რომ იზრუნოს, რადგან ეს ძალიან „ურტყამს“ მის თავმოყვარეობასა და ჯანმრთელობას. ცუდი შესახედავია, როცა ადამიანი შენ თვალწინ რაღაცას მნიშვნელოვანს ელევა და სულში ჩაიკლავს… მე ასეთი თემები მაღელვებს და არა ის, სააკაშვილი ციხეში იშიმშილებს თუ არა. კისერიც უტეხია და კინჩხიც ზედ მიუყოლებია. ამას ვუზომო ახლა კალორიები, დღეს რა შეჭამა და ხვალ რა შეჭამა და არიქა, ყელში არ გადასდის ვიღაცას ლუკმა არავის, ვაიმე, როგორ შიმშილობსო. მე ჭირისუფალი ვარ დაღუპულ ადამიანებთან და ამათთან სოლიდარული ვერ ვიქნები!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები