14 მატჩში 8 ორმაგი დუბლი – ზაზა ფაჩულია დიდებულად გამოიყურება “დალას მავერიკსში”.
ქართველი ცენტრი ორმაგ დუბლებში პლანეტის უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში ლიდერთა შორისაა.
მე-8 ორმაგი დუბლი ზაზამ ოკლაჰომაში მიითვალა, სადაც “დალასმა” ურთულესი ბრძოლა გადაიტანა და ადგილობრივ “სანდერთან” დაძაბულ ბრძოლაში 114:117 დამარცხდა.
მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. ამ მარცხით დალასელებმა 6-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულეს.
ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და 34 წუთი ითამაშა. ქართველმა 8-დან 4 ორქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ზაზამ 10 მოხსნა, 6 პასი, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. დერონ უილიამსთან ერთად ფაჩულია დალასელთაგან საუკეთესო იყო შედეგიან გადაცემებში.
9 მოგებითა და 5 მარცხით “დალასი” დასავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-3 ადგილზე იმყოფება. მორიგი მატჩი ტეხასელებს 25 ნოემბერს, მემფისში “გრიზლისთან” ელით.