LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა მხარს უჭერს ლაშას: ფაჩულიას მიმართვა ტალახაძეს (ვიდეო)

49

ზაზა ფაჩულიამ ინტერნეტში ლაშა ტალახაძისადმი მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ცნობილი ქართველი კალათბურთელი მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანს მომავალ მსოფლიო პირველობაზე წარმატებას უსურვებს.

ზაზა ფაჩულია:

ლაშა, ჩემო ძმაო, ვიცი, რომ მსოფლიო ჩემპიონატისათვის ემზადები, გგულშემატკივრობ სულით და გულით, დარწმუნებული ვარ, რომ შენს ქვეყნას კიდევ ერთხელ გაახარებ, ღმერთი შენსკენ! წარმატებები!

84-ე მსოფლიო ჩემპიონატი აშხაბადში გაიმართება. თავიდან დაგეგმილი იყო, რომ ტურნირი ლიმაში ჩატარებულიყო, თუმცა პერუს დედაქალაქმა უარი თქვა. საუკეთესო ძალოსნები თურქმენეთის დედაქალქში 1 ნოემბრიდან 10 ნოემბრამდე შეიკრიბებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები