შოვში სტიქიის შედეგად დაკარგულ ოჯახს ეძებენ.
ზაზა მესხი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად რაჭაში ჰოლანდიიდანაა ჩამოსული, ისინი უწერაში მდებარე კოტეჯში დაბინავდნენ.
როგორც „ფორტუნას“ კოტეჯის მფლობელმა, ავთო კავლაშვილმა უთხრა, მესხის ოჯახს თან თანმხლები პირი გოგო ახლავთ, რომელიც ახლა უსაფრთხოდ, კოტეჯში რჩება, მესხის ოჯახს კი ამ დრომდე ეძებენ.
ვიდეო: „ვიღაცა ჯგუფმა იცნოო, არ ვიცი.. არავინ შემხმიანებია ოფიციალურად. ნეტავი გადარჩნენ“ - მოქალაქე, რომელიც სტიქიის ზონაში ცოლსა და 3 მცირეწლოვანს ეძებს
მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ სტიქიის ზონაში დაკარგული ადამიანების ძებნას.
„ჩემთან ისვენებდნენ, ზაზა ოჯახთან – მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად, ჰოლანდიიდან რამდენიმე დღეა ჩამოვიდა, სამივე ბიჭია. თან ახლავთ ახალგაზრდა გოგო, რომელიც გუშინ კოტეჯში დარჩა, ახლა უსაფრთხოდაა.
კავშირი ბოლოს, გუშინ, გვიან საღამოს 11 საათიდან შეწყდა. მას შემდეგ, მათთან კავშირზე გასვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სამწუხაროდ, მხოლოდ ზაზას ფოტო მაქვს გამოქვეყნებული, ოჯახის არ მაქვს. ყველაფერს ვაკეთებთ…“ – უთხრა „ფორტუნას“ კოტეჯის მფლობელმა.
შსს: ამ დროისთვის, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე კიდევ 140 ადამიანია გადაყვანილი