ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტი” “ატლანტას” ესტუმრა და 119:111 დაამარცხა.
ქართველმა ცენტრმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე საერთო ჯამში 14:51 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ 6 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.
ზაზამ 6-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.
შეგახსენებთ, რომ ზაზა ფაჩულია “ატლანტაში” 2005-13 წლებში თამაშობდა.
24-24 ქულა ჩააგდეს სტეფ კარიმ და ანდრე იგუდალამ. კევინ დურანტის არყოფნის დროს ყველაზე მეტი დრო სწორედ იგუდალას ეძლევა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 19 მოხსნა დუაიტ ჰოვარდის ანგარიშზეა. ერთადერთი ორმაგი დუბლი კი ატლანტელმა პოლ მილსაპმა შეასრულა, რომელმაც 20 ქულას 10 მოხსნა მიამატა.
ამ გამარჯვების შემდეგ “გოლდენ სტეიტს” 52 მოგება და 11 მარცხი დაუგროვდა. მომდევნო შეხვედრას ზაზა ფაჩულიას გუნდი 9 მარტს შინ “ბოსტონთან” გამართავს.