LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ

69
ზაზა გახელაძე

ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები და ახლობლები დღეს, დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით, სოფელ ქვემო ჭალაში საპროტესტო აქციას გამართავენ.

ზაზა გახელაძის მამა აცხადებს, რომ შვილის დაბადების დღეზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას ეცდება, იმისთვის, რომ ამგვარად საკუთარ შვილთან შეხვედრა შეძლოს.

ამასთან, ზაზა გახელაძის მეუღლის, ირმა ბუთხუზის განცხადებით, სასულიერო პირებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ წერილით მიმართა რუსეთის პატრიარქს, რათა მისი მეუღლის გათავისუფლების პროცესში ეშუამდგომლა.

ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფ ხაზთან 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. გახელაძეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და „მესაზღვრეებისთვის“ ცეცხლის გახსნას ედავებიან. ზაზა გახელაძე უკანონო დაკავების დროს დაიჭრა.