LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით ანტისაოკუპაციო მოძრაობა მსვლელობას მართავს

110
dsdsdsds

ანტისაოკუპაციო მოძრაობა აქცია-მსვლელობას მართავს.

მოძრაობის წევრები სოფელ ქვემოჭალისკენ მიემართებიან, საიდანაც ზაზა გახელაძე გაიტაცეს.

აქციას შეუწერთდა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ხალხის აქტიურობა მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ საზოგადოების ქმედების შედეგად მოხდა მისი გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან.

აღსანიშნავია, რომ აქციას არ უერთდება ზაზა გახელაძის ოჯახი.

„ვიცით, რომ დღეს საპროტესტო აქცია იმართება, რომელსაც არ ვუერთდებით. თავს ვიკავებთ, თუმცა, საჭირო თუ გახდა, არ გამოვრიცხავთ, რომ გარეთ გავიდეთ. ვერ ვიტყვი, რომ აქცია დადებითად იმოქმედებს, ვერც იმას ვიტყვი, რომ უარყოფითად.  ჩვენი გადასახედიდან რაღაცის თქმა ძნელია. როცა გწამს, რომ რაღაცას აკეთებ, გგონია, რომ ესაა ადამიანისთვის უპირველესი და აკეთებ სწორად, რამდენად სწორია ეს მეორე მხარისთვის, არ ვიცით.

ველოდებით ადვოკატისგან ზარს. ველოდები, რომ ხვალ დამირეკავს და მეტყვის, რას აპირებს ზაზა, აპირებს თუ არა გასაჩივრებას. ეს იქნება ჩვენი მთავარი კითხვა და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს.”-აცხადებს ზაზა გახელაძის, მეუღლე ირმა ბუთხუზი.

შეგახსენებთ, ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები