LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა გახელაძის გათავისუფლება ბიბილოვს რუსეთის პატრიარქმა სთხოვა

108
kirili

ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით რუსეთის პატრიარქმა კირილმა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს მიმართა, ამის შესახებ ოსური მედია წერს.

მათივე ინფორმაციით, ბიბილოვმა გასცა განკარგულება, საქართველოში დაპატიმრებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქის ვ.გობოზოვის სანაცვლოდ, ზაზა გახელაძე გაეთავისუფლებინათ.

ზაზა გახელაძე ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა

ბიბილოვის ბრძანება დღეს გამოქვეყნდა და დღეიდანვე მოქმედია.

ვ. გობოზოვი, როგორც ოსური მხარე აცხადებს, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, საქართველოს სპეციალური სამსახურების მიერ ზემო ლარსის ნეიტრალური ტერიტორიაზე იყო დაკავებული და სასჯელს ქართულ მხარეს იხდიდა.

ცხინვალის ინფორმაციით, გათავისუფლების ცნობის მიღებისას, ზაზამ გახელაძემ ბოდიში მოიხადა და ჰუმანური დამოკიდებულების გამო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.

დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები