LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ფაჩულიას მეუღლე: „ზაზას ბოდიშს ვუხდი…“

80

ზაზა ფაჩულიას მეუღლე „ფეისბუქზე“ აქვეყნებს სტატუსს, სადაც კალათბურთელის მხარდამჭერებს დიდ მადლობას უხდის აქტიურობისთვის. მოგეხსენებათ, ფაჩულიამ დაახლოებით მილიონნახევარი ხმა მიიღო და კალათბურთელებს შორის მეორე ადგილას გავიდა, მაგრამ მედიისა და თავად კოლეგების შეფასებების მიხედვით, „ყველა ვარსკვლავის“ სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა.

როგორც თიკა ალავიძე წერს:

„დიდი მადლობა ყველას, ვინც ერთი სტატუსი მაინც დაუთმო ზაზას, თქვენი თანადგომა ყველაფერზე წინ დგას, გადაფარა ყველანაირი ნეგატივი, რაც ამ დღეების განმავლობაში მე და ჩემმა ოჯახმა მივიღეთ! ის ცინიზმი და გულგრილობა, რაც ამ ამბავმა გამოიწვია! ზაზას ბოდიშს ვუხდი, რომ არც ერთხელ სახალხოდ არ გამომიხატავს მისი მხარდაჭერა, რადგან ვთვლიდი, რომ შეიძლებოდა ვინმე ამით შემეწუხებინა და გამეღიზიანებინა!

ვამაყობ შენით, როგორც ქართველი და არა, როგორც შენი მეუღლე.

რთულია, გაიარო ის გზა, რაც შენ და დღეს ესეთ დონეზე ისეთივე შემართებით თამაშობდე, როგორც მაშინ, როდესაც პირველად დადგი ფეხი მოედანზე, არც ერთხელ არ თქვა სიტყვა დავიღალე და მეზარება! ყველა მომავალ სპორტსმენს ვუსურვებ გამძლეობას, შრომისმოყვარეობას და თქვენი ქვეყნის სიყვარულს“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები