საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ზაზა ფაჩულიამ ქართველი ოლიმპიელების მხარდასაჭერი განცდება გააკეთა სპორტის სასახლეში ღია ვარჯიშისას:
– კარგად ვიცი, რაოდენ რთულია უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელით გამოსვლა. მინდა ქართველ ოლიმპიელებს ჩვენი გუნდის სახელით წარმატებები ვუსურვო, უნდა იცოდნენ, რომ ჩვენც და მთელი საქართველო მათ გვერდითაა.