LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა დალასის MVP-ია

51

star-telegram.com-მა მორიგი სტატია მიუძღვნა ზაზა ფაჩულიას. გამოცემის აზრით, ზაზა დღეს “დალას მავერიკსის” MVP-ია და ის ადრეული კანდიდატია სეზონის ყველაზე პროგრესირებადი კალათბურთელის პრიზზე.

“ზაზა ფაჩულიას არ მიიჩნევდნენ სასტარო ცენტრად, როცა “დალასმა” ის ზაფხულში “მილუოკისგან” გადმოიყვანა. მაგრამ ახლა, როცა მეოთხედი სეზონი გავიდა, ზაზას 20 მატჩიდან 12 ორმაგი დუბლი აქვს. ის “დალას მავერიკსის” MVP-ია და ადრეული კანდიდატია სეზონის ყველაზე პროგრესირებადი კალათბურთელის პრიზზე”, – წერს საიტი.

თავისი აზრი გამოთქვა ზაზა ფაჩულიაზე “დალასის” მეპატრონე მარკ კიუბანმა:

“ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფრაზა ბიზნესშიც და ცხოვრებაშიც – ერთადერთი, რასაც ცხოვრებაში აკონტროლებ, მონდომებაა – ზაზა ყველაზე ნათელი მაგალითია, ვინც ამ ფრაზას შეეფერება.

მე არ მინახავს ერთი მომენტიც კი, როცა ის 100 მილის სიჩქარით არ მიქრის ან 100%-ით არ იხარჯება უპირატესობის მოსაპოვებლად. როცა შენ გაქვს ოსტატობა და მონდომება, კალათბურთში ბევრ კარგ რამეს მიაღწევ”.

“ის ახლა ყურადღების ცენტრში მოექცა, რადგან უამრავ ორმაგ დუბლს აკეთებს. ზაზა ჩვენი გუნდის კულტურას კარგად მოერგო. ჩვენ კარგად ვიცით მისი შესაძლებლობები. ჩვენ არ ვიცოდით, იქნებოდა თუ არა ის გუნდის სასტარტო ცენტრი, მაგრამ ზაზამ კარგად გამოიყენა სიტუაცია და სანსი სათავისოდ.

არ შეიძლება არ მოგწონდეს ასეთი კალათბურთელები, ყოველთვის იცი, რომ ისინი საქმეს დიდი სიყვარულითა და მონდომებით გააკეთებენ”, – ეს უკვე “დალასის” თავკაც რიკ კარლაილის სიტყვებია.

მეოთხედი სეზონის შემდეგ ზაზა ფაჩულია თამაშში საშუალოდ 10,9 ქულასა და 10,2 მოხსნას აკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები