LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა სააკაშვილის შეწყალებაზე: „ქალბატონ პრეზიდენტს ვურჩევ, ნუ გამოცდის ხალხის რისხვას, ნუ მოაწერს ხელს“

153
Untitled design (4)

მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ეხმიანება.

პრეზიდენტი სააკაშვილზე: „უარი არ განმიცხადებია, მე შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებ, თუ არ ვამბობ, რომ ვინმეს ვიწყალებ“ 

ზარქუა პრეზიდენტს ურჩევს, „ნუ გამოცდის ქართველი ხალხის რისხვას და შეწყალებას ხელს ნუ მოაწერს“.

„ქართველებს კარგი გამოთქმა გვაქვს: „ხარი ხართან რომ დააბა, ან ზნეს იცვლის, ან ფერსაო“. არც ოპოზიციაა ხარი და არც ქალბატონი პრეზიდენტი, მაგრამ როცა კოალიციაში ხარ უთავმოყვარეოებთან, ღირებულებების გარეშე დარჩენილ ხელმოცარულებთან, არ უნდა გაგიკვირდეთ, როცა გამოთქმას: „არა და არასდროს“, ისე გაუკეთებ ინტერპრეტაციას და მოდერნიზაციას, როგორც გინდა.

ქალბატონ პრეზიდენტს ვურჩევ, ნუ გამოცდის ქართველი ხალხის რისხვას. პატიმარ სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ უამრავი ადამიანი ჰყავს გამწარებული, უამრავი ოჯახი დააქცია, მისმა პოლიტიკამ უამრავ ახალგაზრდას მოუსწრაფა სიცოცხლე, ნუ გამოცდის, ჩვენ ვერ შევაკავებთ იმ ხალხს და ვერ ავუხსნით.

პატიმარი სააკაშვილი უმძიმეს ბრალდებებშია მხილებული და სამართლიანად აქვს მისჯილი. უამრავი თემაა, რომელიც განიხილება, მათ შორის, ტელევიზიების დარბევა, ქრთამი და უამრავი კორუფცია, მძიმე დანაშაულები.

ნუ მოაწერს ხელს, მშვიდობიანად ჩაამთავროს მისი საარჩევნო თუ საპრეზიდენტო ვადა და მშვიდობიანად გავისტუმრებთ იქ, საიდანაც მოვიდა. სამწუხაროდ, რისთვისაც გვერდში ამოვიყენეთ, ეს იყო ის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე გავეძლიერებინეთ და მას ხმა არ ამოუღია, როცა ევროპელმა კოლეგებმა გადაწყვეტილება პირველად მიიღეს, მაშინ რატომ არ დადიოდა და არ დარბოდა? როცა ერთობით, ღირსებით და არა ცალ ფეხზე დგომით მოვიპოვეთ კანდიდატის სტატუსი, მერე უკვე დაიწყო მავნებლობა, სიარული თანხმობის გარეშე. რატომ დაიწყო? იმიტომ, რომ ამათი განწყობა იყო, რომ თუ სტატუსს ვერ მივიღებდით, მერე რევოლუცია უნდა მოეწყოთ აქ, ამ ნარატივში ჩაწერა, ამას ვშიფრავთ ჩვენც. ხალხიც და მისი რეიტინგიც და პოლიტიკური კაპიტალიც ნულს უტოლდება“, – თქვა ირაკლი ზარქუამ.

იაგო ხვიჩია: „თუ „ოცნება“ დაინახავს, რომ მტრის ხატი კარგად არ მუშაობს, არ გამოვრიცხავ საარჩევნოდ ზურაბიშვილს სააკაშვილი გააშვებინოს“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები