LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა: „პრეზიდენტის ძმა ჩვენს პოლიტიკაში ახალი ფენომენია.. კარგად გაიგოს ძმამაც და დამაც, როგორც კი სააკაშვილის შეწყალება მოხდება, ისინი ძალადობის თანაზიარნი იქნებიან“

164
Untitled design (1)

მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საფრანგეთში საქართველოს სათვისტომოს თავმჯდომარის, პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილის ძმის, ოთარ ზურაბიშვილის განცხადებებს, მმართველი გუნდის დეპუტატი ირაკლი ზარქუა ეხმიანება.

„ქვეყნისთვის ბევრი პოზიტიური რამ გააკეთა.. ევროპის მხარეს შეგვაგდო – რთულია პრეზიდენტი ციხეში იყოს, ვიცი ჩემი და გამოსავალს ეძებდა“ – რას ამბობს ზურაბიშვილის ძმა სააკაშვილზე

„ეს პრეზიდენტის ძმა ჩვენს პოლიტიკაში ახალი ფენომენია. არ ვიცი, ეტყობა, ქალბატონი სალომე იქით მოგზაურობს და ეტყობა, ძმა აქეთ გამოუშვა, როქი გააკეთეს ეტყობა თუ რა და ახლა აქ ალაპარაკებს, ტელევიზიებში დასვა.

ჯერ ერთი, რა მისი საქმეა, მეორე, ყველამ კარგად გაიგოს, ძმამაც და დამაც, რომ როგორც კი სააკაშვილის შეწყალება მოხდება, ეს ნიშნავს, რომ ისინი იქნებიან თანაზიარნი იმ ძალადობის, რეკეტის, ახალგაზრდების ჩაცხრილვის, რასაც ადგილი ჰქონდა ქვეყანაში. ამის თანაზიარნი იქნებიან ისინი, ვინც ხელს მოაწერს პატიმარ სააკაშვილის შეწყალებას.

მე არ ვურჩევ, რადგან მერე ჩვენ ხალხს ვერ გავაჩერებთ. მათი მმართველობის დროს საზოგადოებამ ტრაგედიები გადაიტანა და შენ კონსტრუქციულად აუხსნა, რომ „იცი რა, მოდით, იქნებ მშვიდად ვიყოთ“, ჩვენ ამის უნარი არ შეგვწევს და ამ ტალღას ვერ გავაჩერებთ. ამიტომ, მე ვურჩევ, კარგად დაფიქრდნენ, ძმაც, დაც და ნათესავს ნუ ალაპარაკებს. „არა და არასდროს“, კეთილი ინებოს და ამ სიტყვების ერთგულად დარჩეს, პრინციპულობა ერთხელ მაინც გამოიჩინოს.

იმ მავნებლობას, რასაც აკეთებს, უკვე შევეჩვიეთ. ხან ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლობს და ამიტომ შევუზღუდეთ [ვიზიტები] გამოვიდა და თქვა, ფსევდორეფორმებია, არ იმსახურებს ხელისუფლებაო, ამას ამბობს, სახელმწიფოს მეთაური. მავნებლობდა, საპასუხოდ აგერ ევროკომისიამ თქვა, რომ პოზიტიური ნაბიჯებით ხელისუფლებამ შეასრულა და იმსახურებს.

მეორე საგიჟეთი თქვა კიდევ ჩვენს პარტნიორზე და მის ლიდერზე – უნდა გასამართლდესო, ამიტომ შევუზღუდეთ, არაადეკვატურია.

სამწუხაროდ, ეს შეცდომა დავუშვით, რომ ქართველ ხალხს მოვუწოდეთ, ქალბატონი სალომესთვის ხმა მიეცა“, – არ გვეგონა“, – თქვა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისათვის, ოთარ ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილზე „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა. კითხვაზე, რომელიც სააკაშვილის შეწყალებას ეხებოდა, პრეზიდენტის ძმამ განაცხადა: „იურიდიული საკითხები საკმაოდ რთულადაა და არ ვიცი რას ნიშნავს, სწორედ მის შეწყალებას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საჭიროა“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები