ბატონებო, დაისვენეთ! ფუჭია თქვენი მიმართვები, – ასე მიმართავს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტის წევრებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოში.
კობახიძე: რასაც ოდიოზური ევროპარლამენტარები აკეთებენ, სამარცხვინოა – ქვეყნის არევა არ გვინდა
ირაკლი ზარქუას თქმით, სახელმწიფო ევროპარლამენტარებისგან ბოდიშს ელოდება იმ რეზოლუციების გამო, რომელიც მისივე მტკიცებით, ევროპარლამენტარებმა „სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიიღეს.“
რაც შეეხება ექსპრეზიდენტის საკითხს, ზარქუა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა იკვებოს და საბოტაჟს შეეშვას.
44 ევროდეპუტატი პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს: მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაუდებელი ზომები იქნას მიღებული ამ სიტუაციის სასწრაფოდ გამოსასწორებლად, ვიდრე ის კრიტიკულ სტადიას მიაღწევს.“
„სასამართლომ დაადგინა, რომ პატიმარ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ აქვს და არ არის საფუძველი, მისი არათუ ქვეყნიდან, არამედ კლინიკაში გადაყვანის, ისევე, როგორც დაადგინა ერთ-ერთმა კვალიფიციურმა კლინიკამ, რომ არც მოწამლულია და არც არაფერი, უბრალოდ, ადამიანმა უნდა იკვებოს და შეეშვას საბოტაჟს.
კიდევ ერთხელ მოგმართავთ პატივცემულო ევროპარლამენტარებო, ზაფხულია, დაისვენეთ, მიხედეთ თქვენს სახელმწიფოებს, სადაც ინფლაცია არის მაღალი, სადაც არის უამრავი გამოწვევა, კონცენტრირდით იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რაც აქვს ევროკავშირს, ევროპას. რაც პრობლემაც ქმნის, ეს არის რუსეთის აგრესია, ამაზე კონცენტრირდით.
ქალბატონმა გიული (ალასანია) რა გადაიხადა ერთი ასეთი, რომ ვერ ეშვებიან. საფუძველი არ არის, რომ პატიმარი სააკაშვილი გადაყვანილი იყოს რომელიმე სახელმწიფოში კი არა, კლინიკიდან კლინიკაშიც“, – განაცხადა ზარქუამ.
ალასანია სააკაშვილზე: „ხელი დავადე, არის კიდე ცოცხალი თუ არა-თქო.. რა წუთს რა მოხდება, არ ვიცი“
მთავარ სლაიდზე ფოტო: ნეტგაზეთი