LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა: მეგონა, მელია უარს იტყოდა, მაგრამ უკრაინის მოქალაქე რომ ჰყავთ, გიჟი, ის აწვება, რომ მონაწილეობა მიიღოს

157
1

“მეგონა, მელია უარს იტყოდა, მან თავის დროზე რეალურად შეაფასა სიტუაცია და იცის წაგებულ თამაშში შედის, მაგრამ რადგან მაინც დათანხმდა კანდიდატობას, ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინის მოქალაქე რომ ჰყავთ, გიჟი, ის აწვება, რომ მონაწილეობა მიიღოს”, – განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ და თქვა, რომ ნიკა მელია არჩევნებზე წაგებისთვის არის განწირული.

როგორც ზარქუა აცხადებს, ნიკა მელიას სერიოზულ კონკურენტად აღქმა არ შეიძლება:

“მელია მეგონა უარს იტყოდა, მან თავის დროზე რეალურად შეაფასა სიტუაცია და იცის წაგებულ თამაშში შედის, მაგრამ რადგან მაინც დათანხმდა კანდიდატობას, ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინის მოქალაქე რომ ჰყავთ, გიჟი, ის აწვება, რომ მონაწილეობა მიიღოს. განწირულია წაგებისთვის. 8 წელია მელია პოლიტიკაშია, მანამდე იყო ძველი თბილისის გამგებელი, მანამდე აღსრულების ბიუროს ხელმძღვანელი, სადაც დაახლოებით 36 000 ადამიანის ქონების წართმევასა და გამოსახლებაზეა ხელი მოწერილი, რა შემატა ამ წლების განმავლობაში დედაქალაქს, როგორ შეიძლება ის კალაძის სერიოზულ კონკურენტად აღვიქვათ.

როგორ უნდა შევადაროთ კალაძეს, რომელსაც ხელფასი არ აუღია და იცით, რომ მისი წინამორბედები ხელფასს, პრემიას და დანამატს იღებდნენ. როგორ შეიძლება კალაძეს შეედარო, რომელმაც 4 მილიონი კვადრატი რეკრეაცია და გამწვანება შემატა ქალაქს, რომელმაც ტრანსპორტის რეფორმა, ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა და სოციალური დახმარების მთელი რიგი პაკეტები შექმნა, რომლითაც 259 სიცოცხლე გადაარჩინა.” – თქვა ზარქუამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები