LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა: „კუბილიუსები, ფოტიგები, კიდევ ქალბატონი რაისა – გვარი არ მახსოვს, ჩვენი ქვეყნის მეგობრები არ არიან, „ნაციონალური მოძრაობის“ ფასიანი ლობისტები არიან“

135
Untitled design

„დიახ, ჩვენ გვინდა ევროკავშირი, ოღონდ ღირსებით. პირადად, არ მგონია, ევროპარლამენტარების გარკვეული ნაწილი – კუბილიუსები, ფოტიგები, კიდევ ქალბატონი რაისა, გვარი არ მახსოვს, გრიგოროვები და ასე შემდეგ, ნამდვილად არ არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები“, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით პრემიერის მოსმენაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, აღნიშნული ევროპარლამენტარები „ნაციონალური მოძრაობის“ ფასიანი ლობისტები არიან:

„ვერ განვიხილავ მათ რეკომენდაციებს, არც იმ რეზოლუციას, რომელშიც ჩამიწერეს, რომ თურმე სააკაშვილი, რომელიც მთელ რიგ დანაშაულებშია ეჭვმიტანილი და ეს დადასტურებულია, სააკაშვილი, რომელსაც ევროპული სასამართლოს მხრიდან მისჯილი აქვს გირგვლიანის თემაზე – თურმე პოლიტპატიმარია.

მეორე კიდევ, ქართული ჯარი რომ გაძარცვა და მილიარდერი გახდა, თურმე ის არის მედიადევნილი. ამ რეზოლუციას თქვენ დაუჭირეთ მხარი, კი ბატონო, იმიტომ, რომ თქვენი დამფინანსებლები არიან, მაგრამ ჩვენთვის ის ევროპა არ არის, გამორიცხულია.

ჩვენთვის ევროპა არის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება. ახლა არის კარგი შესაძლებლობა ევროკავშირში, რომ შეცდომა გამოვასწოროთ და კანდიდატის სტატუსი ღირსეულად, დამსახურებულად მიენიჭოს საქართველოს“,- განაცხადა ზარქუამ.

ცნობისათვის, დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენდნენ. ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მიმართეს. სიტყვით გამოვიდნენ მმართველი გუნდის წევრებიც.

„თუ ევროპას პოლარიზების დასრულება უნდა, კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვცეს“ – პრემიერის გამოსვლა პარლამენტში და მთავარი აქცენტები 

ღარიბაშვილი: ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა 

„სააკაშვილი არის დეკლარირებული, დადასტურებული კრიმინალი“ – ღარიბაშვილის თქმით, ექსპრეზიდენტის შემოსვლის მიზანი ომის დასაწყებად ნიადაგის მომზადება იყო