LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარალი მილიარდს მიაღწევს: იტალიის ნაკრებმა ქვეყნის ეკონომიკაც დააღალატა

30

იტალიის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე ვერგასვლა კიდევ დიდიხანს იქნება სალაპარაკო თემა. ეს ამბავი უკვე გასცდა სპორტის ჩარჩოებს.
იტალიის ეკონომიკა სერიოზულად დაზარალდება, – ასე შეაფასა იტალიის ნაკრების ჩავარდნა ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის ყოფილმა პრეზიდენტმა ფრანკო კარარომ.

„უხეში შეფასებით, მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების ვერგასვლით იტალიის ეკონომიკა სერიოზულად იზარალებს. პირდაპირი დანაკარგი მინიმუმ 500-600 მილიონი ევრო იქნება, ხოლო ირიბი, სავარაუდოდ, მილიარდ ევროსაც გადააჭარბებს” – ამბობს კარარო.

იტალიელები მსოფლიოს ჩემპიონატის ორმატჩიან პლეი-ოფში შვედებთან (0:1, 0:0) დამარცხდნენ და 1958 წლის შემდეგ, ფინალური ტურნირის მიღმა პირველად დარჩნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები