”ზარაფხანა” საკუთარ მომხმარებელს, დღეიდან ვერცხლისა და თითბერის სუვენირების სრულ არჩევანზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ფასდაკლებასთან ერთად კლიენტი 0 %- იანი განვადებით სარგებლობასაც შეძლებს საქართველოს წამყვან ბანკებთან.
”გადავწყვიტეთ, სააღდგომოდ ჩვენი მომხმარებლისთვის პოზიტიური განწყობა შეგვექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ეს აქციაც. ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას გაილამაზონ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ”ზარაფხანას” სააღდგომო თემატიკის სუვენირებით. ჩვენი სუვენირები არის ნაკეთობები – ნებისმიერი გემოვნებისა და ინტერესის ადამიანისათვის”, – განაცხადეს ”ზარაფხანაში”.
მათივე ინფორმაციით, ფასდაკლება ექსკლუზიურად მოქმედებს შემდეგ მისამართებზე:
ქ. თბილისი, ”აიჯი მოლის სავაჭრო ცენტრი” ქავთარაძის #1,”ზარაფხანს ფილიალი” (ქავთარაძის გუდვილი) , ასევე ქ.ბათუმი რუსთაველის # 35 .