კომპანია ”ზარაფხანა” მომხმარებელს 1000, 500 და 200 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერების მოგების შესაძლებლობას აძელევს და კონკურსს აცხადებს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, მათთან ახალი აქცია სახელწოდებით – ,,მე და ზარაფხანა გილოცავთ” იწყება.
”აქციის ფარგლებში, მსურველმა უნდა გადაიღოს ორიგინალური და დასამახსოვრებელი ვიდეო-რგოლი, შემდეგ კი ჩვენს მაილზე გადმოაგზავნოს. ვიდეო განთავსდება ”ზარაფხანას” ”ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე. გამარჯვებულები ყველაზე მეტი Public Share-ის მიხედვით გამოვლინდებიან. ვინც მეტ Share-ს დააგროვებს, მიიღებს 1000, 500 და 200 ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს”, – განმარტეს კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, გაზაფხულის დადგომასთან ერთად, 1 დან 10 მარტის ჩათვლით , ”ზარაფხანას” მაღაზიათა ქსელში სრულ კოლექციებსა და სუვენირებზე გრანდიოზული ფასდაკლება მიმდინარეობს.
”გვაქვს 40 %-იანი ფასდაკლება სვაროვსკის ცირკონის ქვებით შემკულ ოქროს კოლექციაზე, ასევე 40 % -იანი ფასდაკლება ვერცხლის სამკაულის უახლეს კოლექციაზე. რაც შეეხება დანარჩენ კოლექციებსა თუ სუვენირებს- ამ შემთხვევაში 15 % იანი ფასდაკლება მოქმედებს. 15 %-იანი ფასდაკლებითვე ისარგებლებს მსურველი სასურველი სამკაულის შეკვეთაზეც”, – განმარტეს ”ზარაფხანაში”.